ცენტრალური საარჩევნო კომისია

თამარ ჟვანია: ცესკო კანონმორჩილი და გამჭვირვალე ადმინისტრაცია იქნება

pirveliradio.ge

ცესკოს ახლადარჩეული თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად კანონმორჩილი და გამჭვირვალე ადმინისტრაცია იქნება. მისი თქმით, ის ამ ეტაპზე კომისიაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს. ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გატარდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ მხარეებს, რომელთა კონსენსუსის საფუძველზე ვიყავი როგორც წარდგენილი, ასევე არჩეული. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მე, როგორც თავმჯდომარემ, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში მინდა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭირვალე, ვიქნებით კანონის მორჩილი ადმინისტრაცია, აუცილებლად ვიქნებით პროფესიონალები ჩვენს საქმეში. რა თქმა უნდა, ვიქნებით მიუკერძოებლები. მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად ავაშენოთ ნდობა და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს საუკეთესო, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა", - თქვა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს.

კომენტარები