კულტურის მინისტრი: ახლა ვარკვევთ სიტუაციას ბატონ რობიკოსთან

კანონი გვეუბნება რას, რომ რობიკო სტურუას, ამ შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელს, აქვს უფლება წარადგინოს მმართველი. როგორც კი წარადგინა, მე თანხმობა განვაცხადე. ფაქტობრივად, ახლა პროცედურა მიმდინარეობს საბოლოო დამტკიცების, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ახლა ვარკვევთ სიტუაციას, არა დათო საყვარელიძესთან, არამედ ბატონ რობიკოსთან. ყოველ შემთხვევაში, ახლა ვურეკავდი და არ პასუხობს ტელეფონს, და ნუ, გავერკვევით... მე მითხრეს, რომ თითქოს დათომ თქვა, რომ ალბათ უარს იტყვის და ეს არის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მომავალი მმართველის მოლაპარაკების საგანი

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა რუსთაველის თეატრის მმართველის დანიშვნის შესახებ მიმდინარე ამბებზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

კომენტარები