სააკაშვილი: მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას

ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა ბლუმბერგში გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს, შესაძლოა, პატიმრობა დაემუქროს.

კომენტარები