რუსული ანტი-გეი პროპაგანდა

პუტინმა სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს აქციები და მანიფესტაციები აკრძალა

ვლადიმირ პუტინი
Time

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, სოჭში ყველა სახის აქციისა და მანიფესტაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

პუტინის მიერ გაცემულ ბრძანებას ადამიანის უფლებებისა და ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი ოლიმპიური თამაშების დროს რუსეთის მიერ ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიღებული კანონის გასაპროტესტებლად დემონსტრაციების გამართვას გეგმავდნენ.

 "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთში ივნისის ბოლოს მიიღეს, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. არაერთმა ცნობილმა სახემ სპორტსმენებს ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება. 

კომენტარები