აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, მეორემ ნატოსა და ევროკავშირზე დაიწყო საუბარი, ხოლო სააკაშვილმა პროგრესის მისაღწევად უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო ქვეყნის მოდერნიზაციის კუთხით, პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია დღევანდელ მთავრობაში ყველაზე ადეკვატური მინისტრია.
"ალასანიას რომ არ ეთქვა, რომ ჩემმა მთავრობამ ბევრი რამე გააკეთა, ეს შეგიძლიათ, გახვიდეთ და ხალხს ჰკითხოთ და ყველა გეტყვით, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე გაკეთებულა. ის დღევანდელ მთავრობაში ნამდვილად არის ყველაზე ადეკვატური მინისტრიც და მთავრობის წევრიც. ეს ნამდვილად ასეა და მე ვფიქრობ, ეს განცხადება ამას მხოლოდ ადასტურებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.





