საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონში ცნობილ ლობისტურ და იურიდიულ კომპანია Patton Boggs-თან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. მთავრობამ განახლებული კონტრაქტი დადო კომპანიასთან, რითაც გააფართოვა მომსახურებათა წრე და მედიაკონსულტანტის დაქირავება მოითხოვა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, Patton Boggs-ი ყოველთვიურად 110 000 აშშ დოლარამდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად, Patton Boggs-ი ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას "ნატოს მისწრაფებების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე აშშ-ის მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, მედიასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ჩართულ პირებთან ურთიერთობებში, ასევე ეხმარება შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების მოწყობაში და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის ინფორმირებაში".
ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობისთვის მედიაკონსულტანტს აშშ-ის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს შორის საქართველოსადმი ზოგადი მხარდაჭერის ამაღლებისა და მედიაგაშუქების გაზრდისთვის დაიქირავებს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, საარჩევნო კამპანიის ეს ლობისტური კომპანია პირადად ივანიშვილმა დაიქირავა, კომპანიას პრემიერი ყოველთვიურად 160 000 აშშ დოლარს უხდიდა.





