თავდაცვის ყოფილი მინისტრი

ნიცის აეროპორტში ოქრუაშვილი დააკავეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში, ქალაქ ნიცის აეროპორტში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილ დეპუტატს, მერაბ სამადაშვილს სცემა, რის გამოც ის გარკვეული პერიოდით დაკავებული იყო. როგორც ქართული პარტიის თავმჯდომარე, ოქრუაშვილის მეგობარი, თეო ტლაშაძე ინტერპრესნიუსთან საუბარში განმარტავს, ინციდენტი ნაციონალურ მოძრაობაზე ანგარიშსწორების მიზნითაც მოხდა.

"2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ნაციონალური მოძრაობა გვებრძოდა. ნაძალადევის საარჩევნო შტაბში ნაციონალების კანდიდატის, მერაბ სამადაშვილის თანდასწრებით, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი პაატა ხალაძე სამადაშვილის დაცვამ დაჭრა. სწორედ ეს ინციდენტი გაიხსენა ირაკლი ოქრუაშვილმა ნიცის აეროპორტში", - განუცხადა სააგენტოს თეო ტლაშაძემ.

 

კომენტარები