ინციდენტი რესტორან ლოფტში

რესტორან ლოფტში მომხდარი ინციდენტის გამო ხუთი პირი დააკავეს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ლოფტში მომხდარი ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. ჩხუბი რესტორანში გვიან ღამით მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხუბს სროლაც მოჰყვა. რესტორნის პერსონალი ინტერპრესნიუსთან საუბარში ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, სროლას უარყოფს. მათი ცნობით, სტუმრებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში რესტორნის დაცვა ჩაერია. შედეგად კი, დაცვის სამსახურის თანამშრომელს გატეხილი აქვს თავი, სახეზე სილურჯეები აღენიშნება და მას დახმარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

გვიან ღამით საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სალომე სამადაშვილი, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერდა: "ძლივს გამოვაღწიეთ ცოცხლებმა მოსაშვილიდან, დალეწილია ლოფტი, იყო სროლა და ისეთი აყალმაყალი, როგორიც 90-იანი წლების მერე არ გვინახავს. პატრული გვიან მოვიდა და მანქანიდან კარგა ხანს ვერ გადმოდიოდა, რადგან მათზეც მიიტანეს იერიში".

ტაბულა შს სამინისტოსთან დაკავშირებას ცდილობს დამატებითი დეტალების გასარკვევად.

კომენტარები