თბილისის საკრებულო

საკრებულოში ფრაქცია თავისუფლებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

timer.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის, გადაწყვეტილებით, საკრებულოში ფრაქცია თავისუფლებას მერაბ რაფავა უხელმძღვანელებს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე თავად შიხიაშვილს ცვლის.

"არ შეიძლება საკრებულოს თავმჯდომარე ერთდროულად იყოს ფრაქციის ხელმძღვანელიც. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ჩვენი ფრაქციის ღირსეული წევრი და დღესდღეობით ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე ბატონი მერაბ რაფავა. ეს არის პიროვნება, რომელიც კრწანისის მაჟორიტარია და ყოველთვის ზრუნავდა თავის ამომრჩეველზე. ის გახლავთ სრული პროფესორი სამართალმცოდნეობის და ბუნებით არის სამართლიანი ადამიანი", - აღნიშნავს შიხიაშვილი.

მერაბ რაფავა ამბობს, რომ ის არა მხოლოდ კრწანისის რაიონზე, არამედ მთლიანად ქალაქ თბილისზე იზრუნებს.

კომენტარები