კრიმინალი

სროლა სპორტის სასახლესთან

ცნობილი ხდება დღეს დაახლოებით 22 საათზე მომხდარი ინციდენტის დეტალები, როდესაც სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ტაბულას განუცხადა, რომ დაზარალებული, რომელსაც ცეცხლი უცნობმა პირებმა გაუხსნეს, ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გიორგობიანის თქმით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით - სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, არის აღძრული. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას საქმის შესახებ შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები