სტარტ-აპების დაფინანსების ფონდი

ეკონომიკის მინისტრი: სახელმწიფო დამწყებ კომპანიებს დააფინანსებს

government.gov.ge

საქართველოში სტარტ-აპების დაფინანსების ფონდი იქმნება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა.

სახსრების მოძიება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. კვირიკაშვილის განმარტებით, დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად, კერძოდ კი დასაქმების ზრდისთვის, ყველაზე ეფექტური არხი სწორედ სტარტ-აპ კომპანიებისა და ინოვაციური იდეების დაფინანსებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას არსებული ბიზნესისტებლიშმენტის იმედად დარჩენა მოუწევს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს სტატისტიკურად დასაქმებულთა რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს სოფლის მეურნეობის პროგრამებს უკავშირდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტარტ-აპ კომპანიების დაფინანსება პირდაპირპროპორციული იქნება დასაქმების ზრდასთან", - აცხადებს კვირიკაშვილი. 

კომენტარები