ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს პოლიტიკიდან წასვლას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა euobserver-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ წლის ბოლოს პრემიერის თანამდებობას დატოვებს და არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს.

ივანიშვილი უცხოელ ჟურნალისტს ურეკის რეზიდენციაში შეხვდა, სადაც მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. პრემიერი დაკავებების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიც შედგეს, მას შემდეგ რაც მას იმუნიტეტის ვადა გაუვა. "პოლიტიკურად ეს ჩემი სურვილი არ არის. მაგრამ კანონი წინაშე ყველა თანასწორია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 პრემიერმინისტრის თქმით, მას სურს საქართველო დუბაის სტილის ბიზნესცენტრად, ტიპურ ევროპულ ქვეყანად აქციოს. "ეს ჩემი ოცნებაა. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, ამისი შანსი არსებობს. რა თქმა უნდა, ამის ხმამაღლა თქმა არ მინდა, რომ სასაცილო არ გამოვიდეს. გულის სიღრმეში მე მჯერა, რომ შანსი არსებობს", - euobserver-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

 

კომენტარები