წარსულში სრულიად სხვა გარემო იყო, არ იყო თავისუფალი ველი. ის ხალხი, ვინც იკითხებოდა, იკითხებოდა სხვა გარემოში. ძნელია დღეს ამ სტატისტიკაზე დაფუძნებით მსჯელობა. მე ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი ამ მაჩვენებლებს, მაგრამ, სხვათა შორის, ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც აწარმოებს გამოკითხვებს, მაქვს ჩემი შესწორება და ეს შესწორება გამომდინარეობს იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს. NDI-სთან მიმართებაში ეს არის ფრიად დიდი შესწორება აი, ამ ცდომილების, რომელიც სავარაუდოდ 30%-დან 40%-მდე არის. IRI-სთან შედარებით ეს ცოტა უფრო ნაკლებია, 25%-დან 35%-მდე
გიორგი მარგველაშვილი სოციოლოგიურ გამოკითხვებზე
tbl.ge/13m1
დაკოპირდა

განაცხადა კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთავი 2-ის ეთერში.




