რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით გაუუქმდათ რეგისტრაცია გარკვეულ მისამართზე, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
ცესკო-ს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას მხარი კომისიის შვიდმა წევრმა დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო ხმათა 2/3 ანუ 9 ხმა.
კომისიის მონაცემებით, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 ათასს აღემატება, მათ შორის, 70 ათასზე მეტი თბილისშია. ცესკო-ს მონაცემებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მსგავსი პრობლემის მქონე ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარმა მიიღო მონაწილეობა.