საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს - ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ზურაბ სალამაშვილი, საქონლის მწყემსვისას აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.