დაკავებები

გოკა გაბაშვილი მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავების შესახებ

ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰყავდეს ასეთი ოპოზიცია, რომ ასეთი ოპოზიცია უნდა განადგურდეს და წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს ძალიან საგანგაშო და უარყოფითი რამ არის ქვეყნისთვის. ნიშანდობლივია, რომ მომხდარი ემთხვევა ნატოს წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ნიშანდობლივია, რომ თვების წინ, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე მოხდა გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება, ახლა კი "ნაკის" ვიზიტის დროს ხდება ეს ამბავი, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. მომხდარი შეიცავს პოლიტიკური პროვოკაციის ნიშნებს და დასადგენია, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება ასეთი სულელური, უკანონო, აბსურდული, ამაზრზენი, მიუღებელი ოპერაციის ჩატარება

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები