შსს

გიორგობიანი: ღარიბაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს

ნინო გიორგობიანი
შსს

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს სკანდალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს,

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ანონსი სიმართლეს არ შეესაბამება. 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციის ეთერში განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით, საზოგადოებას "ძალიან სამწუხარო სიურპრიზი" ელოდებოდა.

"მე ერთმნიშვნელოვნად არ გამოვრიცხავ, რომ ის იარაღი, რომელიც შსს-მ აღმოაჩინა, უკავშირდებოდეს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან ამ იარაღზე წვდომა 1-ლ ოქტომბრამდე დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ ჰქონია. ამაზე და უფრო ბევრ შეკითხვაზე ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას გასცემს პასუხს. მე ვიცი, რაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ამის თქმის უფლება დღეს არ მაქვს. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური უფლება", - განაცხადა გადაცემაში ზვიად კვაჭანტირაძემ. 

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით, დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. 

კომენტარები