პაატა ზაქარეიშვილი

რუსეთის წარმოდგენით, ქართველები შეიძლებოდა 300-400 მეტრის სიღრმეში შესულიყვნენ ხილზე, ჯონჯოლზე, შეშაზე, ხოლო ოსები გადმოდიან თბილისში, გორში, ვაჭრობენ, მკურნალობენ, სწავლობენ. ანუ ოსებმა დაიწყეს ტოტალურად სიარული დანარჩენ საქართველოში, სწორედ ამის წინააღმდეგები არიან რუსები

300 მეტრით კი არ არის შემოსული რუსეთი, კილომეტრებიითაა შემოსული, თანაც 2008 წლის აგვისტოდან. ეს არის ოკუპაცია, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ 200-300 მეტრზე და თქვენ გინდათ, რომ 200-300 მეტრის გამო გამოვუცხადოთ რუსეთს ომი, როცა სააკაშვილმა ახალგორიც კი გამოიყვანა?!

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში დღეს ჟურნალისტებს ესაუბრა.

კომენტარები