დაკავება

კუბლაშვილი: მერაბიშვილის დაჭერით მთავრობა ოპონენტებს ვერ გაანადგურებს

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებით ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ გაანადგურებს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში აანონსებდა მერაბიშვილის დაკავებას და ეს გასაკვირიც არ იყო.

"ხელისუფლებას არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და მიზნად აქვს დასახული პარტიის განადგურება, პოლიტიკური ანგარიშსწორება და პოლიტიკური ტერორი, მაგრამ ჩვენ არ შევიცვლით რიტორიკას", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაპატიმრებით სურს იმ სამარცხვინო ქმედებების გადაფარვა, რომელიც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება, თუმცა, მისივე განმარტებით, მთავრობა  შედეგს ვერ მიაღწევს.

 "ჩვენ ვიქნებით ყველაზე მკაცრი და კრიტიკული ოპონენტები", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები