ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ამ დრომდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, დაკავებულებს, ცოტა ხანში ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, პროკურატურა დაკავებულებისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.





