რუსთაველის გამზირზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური მივიდა. ამ დროისთვის ის მეუფე იაკობს ესაუბრება. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მეუფე იაკობი შს მინისტრის მოადგილეს სთხოვს, ნება არ მისცეს სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველებს, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქცია გამართონ. მეუფე იაკობი მოითხოვს, ეს აქცია სადმე სხვაგან, მაგალითად, რომელიმე სკვერში გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასულიერო პირები "სისხლის დაღვრით" იმუქრებიან.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გამართვას ეწინააღმდეგებიან.





