კრიმინალი

პოლიციამ ნიუ ორლეანის სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა

სროლის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა
Reuters

ნიუ ორლეანის პოლიციამ სადღესასწაულო აღლუმზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა. მსროლელის ვინაობის დადგენა სამართალდამცავებმა გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მეშვეობით შეძლეს. ეს 19 წლის აკეინ სკოტია, რომელიც მანამდე იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. იგი გირაოთი იყო გათავისუფლებული. პოლიციამ ჯერჯერობით არ იცის, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები. 

კომენტარები