კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი

კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილი იმღერებს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

31 მაისს კახა კალაძეს ფეხბურთიდან გააცილებენ. გამოსამშვიდობებელ მატჩში იტალური მილანი, კალაძის ქართველი და უცხოელი მეგობრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდება.ამ დღეს, საფეხბურთო მატჩის გარდა რეპერ ბერა ივანიშვილის კონცერტიც გაიმართება.

კალაძის განცხადებით, მატჩის ორგანიზებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომლის ხელმძღვანელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დავით მუჯირია.

"იტალიური კლუბის "მილანის" ფეხბურთელები, რომლებიც ათი წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად თამაშობდნენ, ჩემი მეგობრების ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ ნაკრებში ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, უცხოელებიც იქნებიან - სხვა იტალიური კლუბების, კიევის "დინამოს" ფეხბურთელები", - განაცხადა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მატჩზე დასწრება ფასიანი იქნება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებაზე დაიხარჯება.

კომენტარები