საპარლამენტო უმრავლესობა

კობა დავითაშვილი: თქვენ ადამიანები არ ხართ, თქვენ ნაციონალები ხართ

ტელეკომპანია იმედი / wikipedia.org

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით აქციას მართავდნენ, ინცინდენტი მოხდა. აქციაზე გასულმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა, აქციის მონაწილეებს მიმართა, მათ შორის შემდეგი სიტყვებით:

"ვაი თქვენ პატრონს, თქვენ ადამიანები არ ხართ, თქვენ ნაციონალები ხართ."

დავითაშვილს ჟურნალისტმა კითხა, რამდენად მართებული იყო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ასეთი ფორმით მიმართვა, რაზეც დეპუტატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი ხალხი კი არა, ესენი ნაციონალები არიან და მათზე მართლმსაჯულება აღსრულდება.

კომენტარები