აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო კვირის პალიტრაზე: ჟურნალისტურ თავისუფლებას თან უნდა სდევდეს პასუხისმგებლობა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც კვირის პალიტრის გაზეთსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ფრაგმენტებს ეხება. ინტერვიუში ჯეფრი სილვერმანი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის სცენარი მეთიუ ბრაიზას 2005 წელს ჰქონდა მომზადებული. 

"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და დიდი ხანია, თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემოს ადვოკატია საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში. მაგრამ ჟურნალისტურ თავისუფლებას თან სდევს პასუხისმგებლობა, მათ შორის პასუხისმგებლობა იმის, რომ გადამოწმდეს ინფორმაცია მის გამოქვეყნებამდე. ამონარიდები ინტერვიუდან, რომელიც დღეს კვირის პალიტრამ თავის ვებგვერდსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა, შეიცავს რამდენიმე განცხადებას შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ. აღნიშნული განცხადებები აბსოლუტურად არ ეფუძნება ფაქტებს და, სამწუხაროდ, გამოხატავს გაზეთის წყაროს მოსაზრებებს", -აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები