"არათუ დათა ახალაიასთან კონტაქტი არ მქონია იმ ხნის განმავლობაში, რაც ის წასულია ქვეყნიდან, მინდა გითხრათ, რომ 2003 წლის შემდეგ სულ სამჯერ თუ შევხვედრივარ მას და ისიც, ცალკეულ ჯგუფებში", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დათა ახალაიას მიერ გავრცელებულ წერილს არავითარი შიდაპარტიული დაპირისპირება არ მოჰყვება.
"მე საერთოდ არ მგონია, რომ ის კაცი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო, არ ყოფილა არასდროს, რევოლუციის შემდეგ... არ მჭირდება ზედმეტი კომენტირება ამ თემაზე. ნაცმოძრაობა არ არის პიროვნებებზე აგებული გუნდი, არამედ ეს არის პრინციპებზე აგებული ერთობა. აქ ხდება ყველაფერი ის, რაც სხვაგან - ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი ჩხუბობს. ეს ჩვეულებრივი პროცესია", - აღნიშნა სააკაშვილმა.





