ტერორიზმი

ნიუ იორკში LaGuardia-ს აეროპორტის ევაკუაცია განხორციელდა

ნიუ იორკში საეჭვო ტვირთის გამო LaGuardia-ს აეროპორტის ევაკუაცია განხორციელდა. განგაში ცრუ აღმოჩნდა, მგზავრები 15 წუთში დააბრუნეს აეროპორტში.

სამართალდამცავების თქმით საეჭვო ბარგი იმ ზონაში აღმოაჩინეს, სადაც მაღაზიებია განთავსებული. ბოსტონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ნიუ იორკში გაძლიერებული ანტიტერორისტული მზადყოფნაა.

ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 176-მდე დაშავებული ქალაქის სხვადასხვა ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. 17 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რამდენიმეს კიდურების ამპუტაციაც გაუკეთეს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით სამართალდამცავებისთვის უცნობია დამნაშავეთა ვინაობა, თუმცა ობამამ პირობა დადო, რომ მათ აუცილებლად იპოვიან.

 

კომენტარები