სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა ირანში მომხდარი 7. 8 მაგნიტუდის სიმძლავრის ახალი მიწისძვრის შედეგად. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები ასევე ინდოეთსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა. დუბაიში მიწისძვრის გამო შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. დამანგრეველი მიწისძვრა ირანში 9 აპრილსაც, ბუშერას რეგიონში მოხდა. მისი სიმძლავრე 6.3 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიას მაშინ 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
tbl.ge/x41
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- კოლუმბიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- არგენტინისა და ჩილეს სანაპიროსთან 7.4 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
- სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
- საბერძნეთის კუნძული სანტორინი გაუჩერებელი მიწისძვრების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა
- საქართველოს სანაპირო ზოლიდან 61 კმ-ში მიწისძვრა მოხდა – სეისმური მონიტორინგის ცენტრი




