გიორგი ონიანი

ონიანის მდგომარეობა სტაბილურია

გუშინ, ბოლნისის სიონის და ქუთაისის ტორპედოს სათასო მეოთხედფინალური შეხვედრის ბოლო წუთზე სერიოზული ტრავმა მიიღო ქუთაისის ტორპედოს ცენტრალურმა მცველმა გიორგი ონიანმა, რომელიც ირაკლი კლიმიაშვილთან ორთაბრძოლისას მოედნის უკან მდებარე დამცავ კონსტრუქციას შეეჯახა. 

როგორც ქუთაისელთა ვებგვერდი იუწყება, ონიანი მაშინვე იქნა გადაყვანილი კლინიკაში. გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა კისრის მეხუთე მალის მოტეხილეობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა. ღამითვე, მას ოპერაცია გოგი მაღალაშვილმა და ვახტანგ პერტაიამ ჩაუტარეს და ამჟამად იგი რეანიმაციული განყოფილებიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მდგომარეობა სტაბილურია და დგინდება დადებითი ნევროლოგიური დინამიკა.

კომენტარები