ხანძარი

დაბა ლაითურში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში დაახლოებით 30-40 ჰექტარი მიწა იწვის. ოზურგეთის სახანძრო სამსახურის უფროსის ვარდენ რუსიაშვილის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთის რაიონის გარდა სხვა რაიონის სამაშველო ბრიგადებიც მონაწილეობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

 

 

კომენტარები