საქართველოს მთავრობა

მთავრობა: 2011-12 წლებში პრემიერი ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიაში წილს არ ფლობდა

საქართველოს მთავრობა გუშინ, 4 აპრილს, გამოცემა Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრი ვალდებულია, განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
2011-2012 წლების საანაგრიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერმინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული ეს განეცხადებინა დეკლარაციაში. ხოლო, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ ამჟამინდელ აქტივებს, ეს ინფორმაცია კანონის სრული დაცვით გაცხადებული აქვს დეკლარაციაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, 4 აპრილს Guardian-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბელ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიცაა. სი­ა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და პა­კის­ტა­ნის, ინ­დო­ე­თის, ტა­ი­ლან­დი­სა და ინ­დო­ნე­ზი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რე­ბიც მოხ­ვდნენ.  

ბრი­ტა­ნე­ლი ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი აც­ხა­დე­ბენ, რომ ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ­მი­ნისტრ დე­ვიდ კამე­რონს მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. 

 Guardian-ის სტა­ტი­ა­ში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია Bosherston Overseas Corp. გა­მო­ცე­მა იუწ­ყე­ბა, რომ მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი გახ­და, 2006-2009 წლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო. თა­ვად კომ­პა­ნია Bosherston Overseas Corp კი პა­ნა­მი­დან იმარ­თე­ბო­და აგენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით. Guardian-ი წერს, რომ კომ­პა­ნია 2006 წელს შე­იქ­მნა და დღე­საც მოქ­მე­დია.

სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­მდივ­ნის კო­მენ­ტა­რიც: "2011-12 წლე­ბის­თვის პრე­მი­ერ­მი­ნისტრ ივა­ნიშ­ვილს კომ­პა­ნი­ა­ში წი­ლი აღარ ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ, არ ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­ნეც­ხა­დე­ბი­ნა".

კომენტარები