კახა კალაძე

კალაძის გამოსათხოვარი მატჩი 31 მაისს გაიმართება

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩი 31 მაისს დინამო არენაზე გაიმართება.

მატჩში მონაწილეობას ქართველ ფეხბურთელებთან ერთად მილანის ის ვარსკვლავები მიიღებენ, ვისთან ერთადაც კალაძე წლების განმავლობაში თამაშობდა.

- მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა. 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც "მილანში" ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები