ისრაელში ახალი საბადოდან ბუნებრივი გაზის პირველი ნაკადი მიიღეს. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ენერგეტიკულად ღარიბი იყო დიდი ალბათობით ათწლეულის ბოლოს გაზის ექსპორტიორი გახდება. 2009 წელს აღმოჩენილ საბადოში გაზის იმხელა მარაგია, რომ მთელი ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეძლებს. ისრაელის წყლისა და ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის ასეთი რეზერვების პირობებში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიაფდება, რადგან მისი წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამ აღმოჩენით, ისრაელის ეკონომიკა, რომელიც ნავთობის იმპორტზე დიდად იყო დამოკიდებული, ყოველწლიურად 2.6 მილიარდ დოლარს დაზოგავს.

tbl.ge/k2v
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ნეთანიაჰუმ ბენ-გვირი ფლოტილიის აქტივისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის გამო გააკრიტიკა
- 2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
- IDF-ში ამბობენ, რომ, ზავის მიუხედავად, ჰეზბოლამ ცეცხლი გახსნა
- ისრაელმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუს მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
- ისრაელმა საჰაერო თავდაცვის ლაზერი წარადგინა




