მობილური საოპერატორო კომპანიების განცხადებით (მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი), ხვალიდან მომხმარებლებს მოუწევთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან ბალანსის შევსებისას თავად გადაიხადონ საკომისიო. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” მაგთიკომიდან განუცხადეს, საკომისიოს ოდენობას სწრაფი გადახდის კომპანიები თავად განსაზღვრავენ.
კომპანიის განცხდებით, მომხმარებლებს კვლავ შეეძლებათ სასაუბრო ბარათების მეშვეობით, ოპერატორების სერვის ცენტრებში და ოპერატორების ვებგვერდზე შეავსონ ბალანსი.




