გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 25 მარტს ამინდი გაუარესდება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს. ამასთან დაკავშირებით, 112 საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
"ამ პერიოდის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, 112 სრულ მზადყოფნაშია კვლავ იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა 112-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით", - ნათქვამია 112-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
112-მა ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, მათი ინფორმაციით, რეგიონების მაშტაბით - 120 შემთხვევა, თბილისის მაშტაბით კი 137 შემთხვევა მოხდა. ზარის ინიციატორებისგან სხვადასხვა სახის გამოძახებები დაფიქსირდა - ქარისგან გადახდილი სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, ხის წაქცევა და ა.შ.
სიტუაცია გასაკუთრებით მძიმეა აჭარაში - აარ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომხდარმა შტორმმა აჭარას 3 მილიონის ზარალი მიაყენა.




