აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

აშშ-ის საელჩომ საქართველოში საქართელოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას," ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები