იტალია

ბერლუსკონის უკანონო მოსმენებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იტალიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონის უკანონო მოსმენებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბერლუსკონი, სავარაუდოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - იუწყება BBC. 
ყოფილ პრემიერიმინისტრს ბრალად ედება კონფიდენციალური სატელეფონო საუბრების მოპოვება და მათი საჯაროდ გამოქვეყნება მისი ძმის გაზეთში Il Giornale. 
ინფორმაცია იტალიური სადაზღვევო ჯგუფის, Unipo-ს საქმეს უკავშირდება. 
მილანის სასამართლოს წინაშე წარდგა სილვიო ბერლუსკონის უმცროსი ძმაც - პაოლო ბერლუსკონი. სასამართლომ მას, იმავე საქმეში თანამონაწილეობის ბრალდებით, 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 
პაოლო ბერლუსკონი იყო გაზეთ Il Giornale-ს გამომცემელი, რომელშიც იტალიის ყოფილი პრემიერის მიერ მოპოვებული უკანონო მასალები გამოქვეყნდა.
შეგასხენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში მილანის სასამართლომ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით  ბერლუსკონის უკვე მიუსაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.  90-იან წლებში ფინანსურ მანიპულაციებში მონაწილების საქმე ამ ეტაპზე აპელაციის სტადიაზეა. მარტის ბოლოს სასამართლო ასევე იმსჯელებს ბერლუსკონის სექს-სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე.

კომენტარები