დაკავება

შსს-მ კასპის პოლიციის შენობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპის პოლიციის შენობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში წაუყენეს. ბრალდება 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

18 თებერვალს შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს შენობის წინ, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი, ასევე – შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა.

კომენტარები