სასჯელაღსრულების სამინისტრო

#11 ციხეში სისტემატიურად ხორციელდებოდა არასრულწლოვანთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა

დღეს, 12 თებერვალს, სასჯელაღსრულების სამინისტროში, უწყების მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კორძაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა.
კორძაიას თქმით, #8 და #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული 21 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა.
მოკვლევის შედეგად „ცნობილი გახდა, რომ 2012-2013 წლების შუალედში არასრულწლოვანთა #11 სპეციალური დაწესებულების თანამშრომლების გიორგი ხუხიას, რამაზ კაკუშაძის, თამაზ ჯაჭვაძის და დიმიტრი ხარაბაძის მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, გიორგი ხუხიას, რამაზ კაკუშაძის, თამაზ ჯაჭვაძის და დიმიტრი ხარაბაძის მიმართ განხორციელებული იქნა უმკაცრესი ზომა - სისტემიდან დათხოვნა, ხოლო არსებული მასალა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა პროკურატურას“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

კომენტარები