შსს

რუსთავში 27 წლის პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

გუშინ, 7 თებერვალს, რუსთავში, პოლიციის თანამშრომელი 27 წლის ზ. ნ. დედამ სახლში გარდაცვლილი ნახა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსთავის პოლიციაში მუშაობდა, მას პოლიციის აკადემია ჰქონდა დამთავრებული და იყო კომანდოს ბატალიონის მებრძოლი. 
მეზობლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა საწოლში იწვა და დედას იგი მძინარე ეგონა. მას სახეზე ბალიში ჰქონდა დაფარებული და ხელში იარაღი ეკავა. მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები