ეგვიპტე

კოპტი პატრიარქი ეგვიპტის ისლამისტურ ხელისუფლებას აკრიტიკებს

ეგვიპტელი ქრისტიანი-კოპტების პატრიარქმა, თავადროს მეორემ, მწვავედ გააკრიტიკა ეგვიპტის ისლამისტური მთავრობა. უწმინდესი თავადროსის კრიტიკა ახალ კონსტიტუციას ეხება, რომელიც, მისი თქმით, კოპტების დისკრიმინაციას იწვევს.

AP-სთან ინტერვიუში პატრიარქი ამბობს, რომ კოპტებს მთავრობა არ უნდა მიუდგეს როგორც ”უმცირესობას”, რადგან ისინი ერის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. თავადროს მეორის ინტრონიზაციის შემდეგ, ნოემბერში, კოპტების სულიერი ლიდერისგან ამგვარი პოლიტიკურად მწვავე განცხადებების გაკეთებას არავინ ვარაუდობდა.

კოპტურმა ეკლესიამ ბოიკოტი გამოუცხადა ”ნაციონალური დიალოგის” ფარგლებში გამართულ სხდომას, რომელსაც პრეზიდენტი მოჰამედ მურსი ესწრებოდა - თავადროსმა სხდომას ”ფარისევლური” უწოდა.

ეგვიპტის ყოველი მეათე მოქალაქე კოპტია.

 

 

 

კომენტარები