საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი: უფალი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს

„როგორც ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ მძიმე სახადებისგან გავთავისუფლდებოდით, ახლაც ბევრი ფიქრობს, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, რომლებიც ცოტა ხნის წინ თუ წინა საუკუნეებში წაიღეს ჩვენგან. თუ ვიქნებით ისევ ერთად, როგორც ვიყავით, ნახავთ, როგორ დაგვიბრუნებს უფალი იმას, რაც თვითონ მოგვცა, ხოლო შემდეგ უღირსი საქციელის გამო სხვისი ხელით წაგვართვა. ამის დროც მალე დადგება“, - განაცხადა ქადაგებისას სიონის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ქორეპისკოპოსი პატრიარქის რუსეთში ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ერთი ჩასვლით უცაბედი გადაწყვეტილებები არ ხდება, მაგრამ რაც ღმერთს შეუძლია, არ შეუძლია არცერთ ადამიანს“.

„უფალი უყურებს უწმინდესის თავდადებას, რომელსაც ამდენი ხანი ოდნავადაც არ დაუსვენია. საზღვრები, რაც ჩვენ ღვთსმშობლისგან მოგვეცა, შეიძლება დღეს სხვა ქვეყნის საზღვრებში შედიოდეს, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. ჩვენი ერი სულიერად მოძლიერდება და იმის ღირსი შეიქმნება, რაც დაკარგა, დაიბრუნოს. ეს დრო შორს არ არის და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამას მოესწრებით. იმედი გქონდეთ, ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, რადგან უფალი ჩვენთანაა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

კომენტარები