სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ვიზიტი ქუთაისში

დღეს, 22 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 შეხვედრაზე ნანუაშვილმა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გეგმებსა და სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გაძლიერების თემებზე ისაუბრა. "მიზანი არის, რომ გავეცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათგან მივიღოთ წინადადებები, მათი რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათთან და, ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ ერთგვარად, ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

 საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თამარ ფაჩულიას თქმით, მსგავსი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია: "ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან მნიშნელოვანი იყო, რადგან აქ დაისახა რეკომენდაციები, რა ასპექტში შეიძლება გააქტიურდეს სახალხო დამცველი. როგორ შეიძლება ჩაერთონ ადგილობრივი არასამთავრობოები მუშაობის პროცესში. ვფიქრობ, რომ კოორდინირებული მუშაობისას შევძლებთ ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას".

 სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანალოგიურ შეხვედრას 23 იანვარს ზუდიდში, ხოლო 24 იანვარს ბათუმში გამართავს.

კომენტარები