საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის აქტივისტები კათოლიკე იერარქიის მხარდაჭერით სარგებლობენ. მათ ჰიბრიდული კოალიციის მობილიზება შეძლეს, სადაც ერთიანდებიან რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ეკლესიაში ხშირად დადიან, კონსერვატორები, მუსლიმები, ევანგელისტები და ის ჰომოსექსუალებიც კი, რომლებიც თავად ეწინააღმდეგებიან ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას.
დემონსტრანტები პარიზში მთელი საფრანგეთიდან გროვდებიან მატარებლებით, ავტობუსებით და მანქანებით. აქციაზე იმდენ ადამიანს ელოდებიან, რომ პოლიციამ ორგანიზატორებს სამ ნაკადად დაყოფა მოსთხოვა. დემონსტრანტები ეიფელის კოშკთან შეერთდებიან. როგორც თვითონ ამბობენ, ეს აქცია არის არა ჰომოსექსუალების, არამედ მათი ტრადიციული ქორწინების წინააღმდეგ.
ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ეკუთვნის.
აქციაზე დემონსტრანტთა უსაფრთხოებას 10 ათასამდე პოლიციელი დაიცავს.




