
აღმოჩენილ ნივთებს შორისაა - მაცივრები, საწოლები, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ჭურჭელი, ხალიჩები, ტელევიზორები, გაზის ბალონები და ა.შ., აგრეთვე პროდუქტი - მაკარონი, მარილი, წიწიბურა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის თქმით, საწყობებში შენახული საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების საერთო ღირებულება ჯამში 3 მილიონ 5 ათას ლარს აღწევს და მათი დიდი ნაწილი გამოყენებისთვის უკვე უვარგისია.
სამინისტრომ მასალები შემდგომი გამოძიებისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.






