პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: იმედს ვიტოვებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგებთ ურთიერთობას ჩვენს დიდ მეზობელთან

''ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები და პრინციპულები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, - განაცხადა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. 

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები ფრთხილი და ''ძირითადში პოზიტიური იყო, რაც მისასალმებელია''.
პრემიერის შეფასებით, როგორ განვითარდება მოვლენები, რთული გასაანალიზებელია, რადგან ''ორი ქვეყანა ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა''.
''სურვილიც რომ გაუჩნდეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ უარი თქვას იმაზე, რაც უკვე განაცხადა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარება მაქვს მხედველობაში), თვითინ პროცესი არ იქნება მარტივი, რადგან მათაც ჰყავთ მოსახლეობა და ელექტორატი'', - აცხადებს ივანიშვილი. 
ივანიშვილის თქმით, ურთიერთოების სწრაფად დალაგების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, 
''მე იმედს ვიტოვებ, რომ დროში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ დავალაგებთ და გავაუმჯობესებთ ურთიერთობას ჩვენს დიდ მეზობელთან'', - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა, ამ ფორმატში მისი რიგით მეორე პრესკონფერენცია ჩატარდა. 

კომენტარები