2008 წლის აგვისტოს ომი

რუსი კონსტრუქტორი: აგვისტოს ომის დროს კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს რუსეთს ისრაელი აწვდიდა

წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალის კოსმოსურ ფოტოებს რუსულ დაზვერვას ისრაელი აწვდიდა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სარაკეტო და კოსმოსური ტექნიკის კონსტრუქტორმა ჰერბერტ ეფრემოვმა როსიისკაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსი კონსტრუქტორი თავსი ინტერვიუში რუსული კოსმოსური ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს. არგუმენტად, ამის დასადასტურებლად, ეფრემოვმა 2008 წელს სადაზვერვო ინფორმაციის ისრაელისგან მიღება მოიყვანა, რადგან რუსეთს ამის ტექნიკური საშუალება არ გააჩნდა.

„მაგალითად, ყველამ თუ იცის იმის შესახებ, რომ 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს იძულებულნი ვიყავით ცხინვალში მდგომარეობის ამსახველი კოსმოსური ფოტოსურათები ისრაელისგან მიგვეღო? გვქონდა პრობლემები საჰაერო გადაღებასთან დაკავშირებით, არ არსებობდა კოსმოსური დაზვერვის სამამულო სისტემა. ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ ეს ასეა“, - განაცხადა ეფრემოვმა.

ჰერბერტ ეფრემოვი 1964 წლიდან საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა, რომელიც ბალისტიკური და ტაქტიკური რაკეტების, ასევე კოსმოსური ტექნიკის შექმნით იყო დაკავებული.

კომენტარები