საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს. გუდაური-კობის მონაკვეთსა და ჯვრის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორ და მეტხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია. შეზღუდვები მოქმედებს ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეც. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აქაც აკრძალულია. რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
tbl.ge/x9f
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დონე მაღალია, იზღუდება მოძრაობა - დეპარტამენტი
- დიდთოვლობის გამო, მესამე დღეა, ბათუმის რეისებს ქუთაისის აეროპორტი იღებს
- დიდთოვლობის გამო, ახალციხეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის II ეტაპი შეჩერებულია
- შსს: ქედაში მეწყერი ჩამოწვა, ხულოში - ზვავი, დაიღუპა 2 ადამიანი, აქედან ერთი პოლიციელია
- ქარბუქის და თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია




