მთავარი პროკურატურა

კბილაშვილი: გირგვლიანის საქმის გამოძიება, შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მეცხრე არხის ეთერში, გადაცემა მთავარ კითხვაში საუბრისას განცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება, შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს. 

მისი თქმით, წინსვლაა ყველა გახმაურებულ, მათ შორის, გირგვლიანის, რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას, 26 მაისის მოვლენების საქმეში, თუმცა, ამ ეტაპზე ახალ დეტალებს არ აკონკრეტებს.

რაც შეეხება სასამართლოს, არჩილ კბილაშვილის თქმით, დღეს პროკურატურისგან სრულიად დამოუკიდებელია. კბილაშვილმა აღნიშნა, რომ  ახალი ხელისუფლების ფორმირების შემდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად განსხვავდება იმ ხელწერისგან, რაც იყო ხელისუფლების შეცვლამდე.

კომენტარები