საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას გადადგომის თაობაზე. თავად ჭანტურიას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ტაბულა დაუკავშირდა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს გიორგი მელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჭანტურიას გადადგომის შესახებ განცხადებით საბჭოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
სავარაუდოდ, ჭანტურია თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ, 14 დეკემბერს, გააკეთებს.




